ჭიათურის მაღაროში მუშა გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, მაღაროელი მე-3 სართულის კიბიდან გადმოვარდა.
როგორც რუსთავი 2-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.