18 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
გამოძიება არაეფექტურია მთელ რიგ შემთხვევებში - უჩა ნანუაშვილი

სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში წლიური ანგარიში წარმოადგინა. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, გაზრდილია პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მაჩვენებელი და სამინისტრო მხოლოდ გახმაურებულ საქმეებს იძიებს.

„ანალიზი, რომელიც ანგარიშშია მოყვანილი, ადასტურებს იმას, რომ გამოძიება არაეფექტურია მთელ რიგ შემთხვევებში. ანუ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები, რომ მომხდარიყო კონკრეტული პირის დასჯა, თუმცა მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში ჰქონდა რეაგირება პოლიციას, ისიც, როდესაც იყო გახმაურებული საქმე. ტენდენცია არსებობს, რომ ძალის გადამეტებას აქვს ადგილი, მათ შორის დაკავების დროს,“ - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ომბუდსმენს არ ეთანხმება თუმცა აღნიშნავს, უწყება რეკომენდაციების ნაწილს ითვალისწინებს.

დღის ამბები