17 ივნისი 2024,   15:50
ვრცლად
ვერცერთი მყარი არგუმენტი ოპონენტების მხრიდან ვერ მოვისმინეთ - ირაკლი კობახიძე პრეზიდნეტის არჩევის წესზე საუბრობს

პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, ძალაში რჩება უმრავლესობის შემოთავაზებული ვერსია, ქვეყანა საბოლოოდ გადავიდეს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევაზე.

„ჩვენ წარმოვადგინეთ არაერთი მყარი არგუმენტი, რომელიც მეტყველებს, რომ არაპირდაპირი არჩევის წესს აქვს სერიოზული უპირატესობა პირდაპირ არჩევის წესთან მიმართებით. ვერცერთი მყარი არგუმენტი ოპონენტებმა ვერ წარმოადგინეს, თუ წარმოადგენენ მყარ არგუმენტებს, შეგვიძლია განვაგრძოთ მსჯელობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვერცერთი მყარი არგუმენტი ოპოზიციის, ოპონენტების მხრიდან, ჩვენ ვერ მოვისმინეთ. ძალაში რჩება ჩვენი გადაწყვეტილება, რომ საბოლოოდ უნდა გადავიდეთ არაპირდაპირი არჩევის წესზე,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები