ქუთაისიდან თბილისში პარლამენტის გადატანას აპროტესტებს ნაციონალური მოძრაობა. ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, უმრავლესობა პარლამენტის გადატანას გამარტივებული პროცედურებით აპირებს, რაც ქალაქს ფუნქციას დაუკარგავს.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ნაბიჯით ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაასამარებს ქუთაისის მომავალს. მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს საკუთარი დაპირება და დატოვოს საქართველოს კონსტიტუციაში 48-ე პრიმა მუხლი, რომლითაც ქუთაისში პარლამენტის ადგილსამყოფელი არის განსაზღვრული,“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციის წევრმა გიგა შუშანიამ.