ცვლილებები ჰუმანური ნარკოპოლიტიკისთვის - ამ სახელწოდების კონფერენცია გაიმართა თბილისში, რომლის ფარგლებშიც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისკენ მიმართული რამდენიმე ინიციატივა იქნა წარმოდგენილი.
მათ შორისაა ყველა სახის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დეკრიმინალიზაცია.
„ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება არ უნდა იყოს კრიმინალიზებული, ასევე მცირე ოდენობით პირადი მოხმარების მიზნით, ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის დეკრიმინალიზება უნდა მოხდეს, ნარკოტესტირების მახინჯი პრაქტიკა, რომელიც ჯერ კიდევ რჩება, უნდა შეიცვალოს და ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პირების უფლებრივი რეაბილიტაციის მიზნით უნდა მოიხსნას ის შეზღუდვები, რომელსაც კანონმდებლობა ითვალისწინებს,“ - განაცხადა სოფო ვერძეულმა.