18 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
კონსტიტუციაში ქორწინების ჩაწერა, როგორც ქალის და მამაკაცის კავშირის, პოპულისტური ნაბიჯია - ლიკა საჯაია

საკონსტიტუციო კომისიაში დღეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი ქორწინების დეფინიციაა. ამ თემაზე მსჯელობა უკვე დასრულებულია.

როგორ არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, მმართველმა გუნდმა მათი რეკომენდაციები და ახალი წინადადება ამ საკითხზე არ გაითვალისწინა.

„ჩვენი პირველი მოწოდება იყო, რომ არ გაჩენილიყო ასეთი ხასიათის ჩანაწერი, იმიტომ რომ ამას მოჰყვებოდა ძალიან ცუდი გამოხმაურება. ეს იქნებოდა ძალიან ცუდი მესიჯი და ძალადობის წახალისება, რომელსაც ყოველდღიურად ხვდებიან ლგბტ წარმომადგენლები,“ - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტმა, გიორგი გოცირიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს საპარლამენტო მდივანი, ლიკა საჯაია კი აცხადებს, რომ მმართველი გუნდი პოპულისტურად იქცევა.

„კონსტიტუციაში ქორწინების ჩაწერა, როგორც ქალის და მამაკაცის კავშირის, არის პოპულისტური ნაბიჯი. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერავითარი არგუმენტი, თუ რატომ არის ამის ჩაწერა აუცილებელი,“ - განაცხადა ლიკა საჯაიამ.

დღის ამბები