საერთაშორისო ზარების შემომტანი 12-მდე ოპერატორი შესაძლოა, გაითიშოს. ამის შესახებ ოპერატორებმა დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათი თქმით, შეტყობინებები შესაძლო გათიშვასთან დაკავშირებით ჯეოსელისგან, მობიტელისგან და მაგთისგან მიიღეს.
ისინი პროვაიდერი კომპანიების ახალ სატარიფო სისტემას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ კომპანიები მარეგულირებელი კომისიის მიერ დაწესებულ რეგულაციებს არ ითვალისწინებენ.
ამ საკითხზე მარეგულირებელი კომისია ხვალ იმსჯელებს.