19 აპრილიდან თბილისი თბილისის მოდის კვირეულის მომდევნო საგაზაფხულო სეზონის მასპინძელი იქნება. კვირეულის ოფიციალური განრიგის მიხედვით, 5 დღის განმავლობაში ახალ კოლექციებს ოცამდე ქართველი და უცხოელი დიზაინერი წარადგენს. ჩვენებების ძირითადი ნაწილი ქარვასლაში გაიმართება.
თბილისის მოდის კვირეული ტრადიციას ამკვიდრებს და გახსნის დღეს ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდებს უთმობს. თბილი სიო და ღვინის ქარხანა N1 ცნობილი ქართველი მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის საღამოს და მისი სამოსის ჩვენებას უმასპინძლებს.