19 მაისი 2024,   03:58
ვრცლად
დორტმუნდის ბორუსიაზე მომხდარ თავდასხმას შესაძლოა ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭონ

დორტმუნდის ბორუსიაზე მომხდარ თავდასხმას შესაძლოა ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭონ. პროკურატურაში აცხადებენ, რომ საქმეში ორი ეჭვმიტანილი ფიგურირებს, რომლებსაც ისლამისტ ტერორისტებთან აქვთ კავშირი, ერთი მათგანი კი დაკავებულია.

ძალოვანების ინფორმაციით, ისლამისტების კვალზე მიუთითებს ასაფეთქებელი მოწყობილობების შემადგენლობაც, რომლებიც თავდამსხმელებმა ფეხბურთელების ავტობუსთან აამოქმედეს. ერთერთი მოწყობილობა მეტალის ფრაგმენტებს შეიცავდა. ასევე ცნობილი ხდება, რომ აფეთქების ადგილზე სამართალდამცველებმა სამი წერილი აღმოაჩინეს, თუმცა შინაარსიდან გამომდინარე, დანაშაულის მოტივთან დაკავშირებით კითხვები ჯერ კიდევ არსებობს.

დორტმუნდის ბორუსიას გუნდზე თავდასხმა გუშინ საღამოს მოხდა. ფეხბურთელების ავტობუსთან სამი ასაფეთქებელი ამოქმედდა, შედეგად ერთი მათგანი დაშავდა, თამაში კი დღეისთვის გადაიდო.

დღის ამბები