18 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
ბუნებრივი აირის გადასახადის მოულოდნელი ზრდა - სემეკი კომპანია "გასკო პლიუსის" გადაწყვეტილების შესწავლას იწყებს

40 პროცენტით ბუნებრივი აირის საფასურის გაძვირების შესახებ, სენაკელების უმეტესობამ გუშინ შეიტყო. გაზგამანაწილებელი კომპანია გასკო პლიუსის მიერ გაზის გაძვირების შესახებ მოსახლეობა ინფორმირებულ არ ყოფილა. ამბობენ, რომ გაზრდილი გადასახადის გადახდას ვერ შეძლებენ.

კონკრეტული ზომების მიღებას აპირებს მთავრობა. ენერგეტიკის მინისტრი დერეგულირებული ტარიფის შესახებ კანონში ცვლილების შეტანას გეგმავს.

დარეგულირებული ტარიფების სისტემა რეგიონებში 2007 წლიდან ამოქმედდა. ამ დროიდან ქსელზე მიერთებული ყველა ახალი აბონენტისთვის ტარიფს კომპანია არა მარეგულირებელთან შეთანხმებით, არამედ საბაზრო ფასების მიხედვით ადგენს. სემეკში დღეს ამბობენ, რომ კომპანია გასკო პლიუსს ფასის გაზრდის საფუძველი არ ქონდა და ამ საკითხს უახლოეს მომავალში შეისწავლიან.

სწორედ ვალუტის გაუფასურებას ასახელებს ტარიფის გაზრდის მიზეზად კომპანია გასკო პლიუსის წარმომადგენელი. ის ადასტურებს, რომ ტარიფის გადაანგარიშება ხელახლა მოხდება. თუმცა ამბობს იმასაც, რომ ინფორმაცია პრესით ბუნებრივი აირის ფასის 20 თეთრით გაზრდასთან დაკავშირებით სამი თვის წინ გამოაქვეყნა.

დღის ამბები