19 მაისი 2024,   07:34
ვრცლად
ბრალდებები პრეზიდენტის მისამართით - გიორგი მარგველაშვილი უმრავლესობას დიალოგისკენ მოუწოდებს

გიორგი მარგველაშვილმა დღეს ყველა ის ბრალდება გაიხსენა, რომელიც მისი მისამართით ბოლო პერიოდში ისმის - მათ შორის საკონსტიტუციო კომისიის დაშლის მცდელობაც. პრეზიდენტი დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში, კამპანია კონსტიტუცია ყველასიას ფარგლებში, სტუდენტების კითხვებს პასუხობდა.

მათი შეკითხვები ძირითადად გიორგი მარგველაშვილის თანაგუნდელების მხრიდან ბრალდებებს შეეხო.

პრეზიდენტმა მმართველი გუნდის ჩაკეტილობასა და სხვისი აზრის გაუთვალისწინებლობაზე ისაუბრა. სტუდენტებთან შეხვედრის დროს მან უმრავლესობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრამდე, ხალხის აზრი მოისმინოს.

გიორგი მარგველაშვილს, პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შესანარჩუნებლად, სტუდენტებმა დღეს რეფერენდუმის ჩატარებისკენაც მოუწოდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები