19 მაისი 2024,   06:03
ვრცლად
პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ეწინააღმდეგება

საკონსტიტუციო კომისიამ პრეზიდენტის არჩევის წესზე გადაწყვეტილება შესაძლოა ხვალ მიიღოს. პარლამენტის თავმჯდომარე არ მალავს, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება საბოლოოა და პრეზიდენტი პირდაპირი წესით აღარ აირჩევა.

საპარლამენტო ოპოზიცია მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას არაფორმალური მმართველობის შედეგად აფასებს და დემოკრატიული ინსტიტუტების შეზღუდვის მცდელობაში ადანაშაულებს.

ოპოზიციის ნაწილმა საბოლოო გადაწყვეტილება, კომისიის ბოიკოტირების შესახებ, შესაძლოა ხვალ არასამთავრობო სექტორთან დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ მიიღოს.

დღეს საკონსტიტუციო კომისიამ პრეზიდენტის უფლების შეზღუდვის კიდევ ერთ მიმართულებაზე იმსჯელა. ახალი პროექტის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პრეზიდენტი აღარ წარადგენს. ამ ფუნქციას იუსტიციის საბჭო და პარლამენტი შეითავსებს.

არასამთავრობო სექტორის მხრიდან უმრავლესობის ამ ინიციატივასაც კრიტიკა მოჰყვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები