19 მაისი 2024,   06:26
ვრცლად
საბჭოთა სტილში მომზადებული ანგარიში - ოპოზიცია დავით ნარმანიას აკრიტიკებს

საბჭოთა სტილში მომზადებული ანგარიში, რომელსაც რეალობასთან კავშირი არ ჰქონდა - ასე აფასებენ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები დავით ნარმანიას გუშინდელ მოხსენებას, რომელმაც საზოგადოების კითხვებს, რეალურად არ უპასუხა.

ანგარიშთან ერთად დეპუტატები იმ ფორმასაც აკრიტიკებენ, რომლითაც დედაქალაქის მერმა საკრებულოსთან შეხვედრა გადაწყვიტა. განსაკუთრებით გასაკვირი და აღმაშფოთებელი ოპოზიციისთვის ტაშის დამკვრელთა გუნდი აღმოჩნდა, რომელიც ნარმანიას მხარდასაჭერად სხდომათა დარბაზის აივანზე იყო მობილიზებული.

დავით ნარმანიასგან ყველაზე მეტ ინფორმაციას დეპუტატები მოსამართლე ნაზღაიძის სკანდალთან დაკავშირებით ელოდნენ. ამ თემის შესახებ კი, თითქმის ყველა კითხვის ბოლომდე დასრულების საშუალება ოპოზიციას მმართველმა გუნდმა არ მისცა.

ქართული ოცნება და თავად ნარმანია თბილისის მერის მოხსენებით კმაყოფილები არიან.

თბილისის მერმა ამ რანგში საკრებულოში მოხსენება გუშინ მეშვიდედ წარადგინა. პოლიტიკური გუნდის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ნარმანია არ გამორიცხავს, ამ პოსტზე კენჭი მეორე ვადით იყაროს.

ამავე თემაზე
დღის ამბები