19 მაისი 2024,   03:27
ვრცლად
ესპანეთში ტერაქტის შესახებ ცნობას ფესტივალზე ჭყლეტა მოჰყვა

ესპანეთის ქალაქ მალაგაში ტერაქტის შესახებ ცნობას აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ფესტივალზე ჭყლეტა მოჰყვა. მაყურებლებს შორის ჩხუბი მოხდა, ამ დროს რამდენიმე ძირს დაეცა. მათ დანახვაზე დანარჩენებმა ჩათვალეს, რომ მათ ტერორისტმა მანქანით გადაუარა.

შეშინებულმა მოზეიმეებმა გაქცევა დაიწყეს. ჭყლეტის შედეგად მძიმედ დაშავდა ორი ადამიანი. ხალხის დამშვიდება ჯერ ფესტივალის ორგანიზატორებმა სცადეს, ბოლოს კი ვითარება პოლიციელებმა განმუხტეს.

დღის ამბები