19 მაისი 2024,   03:26
ვრცლად
პრეზიდენტს არ ვიცი რა უფრო ადარდებს, პრობლემები ქვეყანაში თუ ის, რომ სასახლეში კიდევ 5 წელი ვერ იცხოვრებს - გედევან ფოფხაძე

უმრავლესობის წევრები პრეზიდენტის არჩევის წესის თაობაზე გიორგი მარგველაშვილის პოზიციას აფასებენ. მმართველი გუნდის წევრები ქვეყნის მთავარსარდლის შეფასებას, რომ ისინი ჩაკეტილები არიან, არ ეთანხმებიან და მარგველაშვილს მორიგ ბრალდებებსაც უყენებენ.

„მაშინ, როდესაც მე არ ვიცი რა უფრო გადარდებს, პრობლემები ქვეყანაში, თუ ის, რომ იმ სასახლეში კიდევ 5 წელი ვერ იქნები, ვერ იცხოვრებ. მე ეს ჯერ ვერ გავარკვიე და შესაბამისად, მის მიმართაც ვერ მექნება მკვეთრი დამოკიდებულება. თუ მე მგონია, რომ ის დარდობს, რომ ის 5 წელი ვერ იცხოვრებ იმ სასახლეში, მე მგონია, რომ ეს ადმიანისთვის მორალური პრობლემაა“ - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ქართულ ოცნებას ყველაზე გახსნილ პარტიას უწოდებს.

„ჩვენზე გახსნილი გუნდი არ ვიცი და მითხარით ფორმა ან ფორმატი ან მექანიზმი, რომელიც სასურველი იქნებოდა გახსნილობის თვალსაზრისით, თუ ასეთს დამისახელებთ, სიამოვნებით ვისაუბრებდი ამ თემაზე. არავინ არ იზიარებს ამ პოზიციას პრეზიდენტის გარდა,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები