19 მაისი 2024,   03:28
ვრცლად
აშშ-ს პრეზიდენტი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ნატო-ს გენერალური მდივანი ერთმანეთს ოვალურ კაბინეტში შეხვდნენ, რის შემდეგაც გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატო არ არის მოძველებული ორგანიზაცია, რითიც წინა საარჩევნო კამპანიის დროს ნათქვამი საკუთარი სიტყვები უარყო. თუმცა აქვე დაამატა, რომ ევროპელმა პარტნიორებმა ერთობლივი უსაფრთხოებისთვის სამართლიანი წილი უნდა გადაიხადონ.

ტრამპი რუსეთის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ რუსეთი ძლიერი ქვეყანაა, თუმცა ძალიან ძლიერია ამერიკაც.

მისი თქმით, ის დაელოდება მოვლენების განვითარებას რუსეთთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხზე.

პრესკონფერენციაზე ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზად არის დაამარცხოს ჩრდილოეთ კორეის კრიზისი ჩინეთისგან დამოუკიდებლად, თუ ეს საჭირო გახდა.

დღის ამბები