დღეს დიდი ხუთშაბათია - საღმრთო ლიტურგიას სამების ტაძარში დილის 9:00 საათიდან გამართავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
წირვის შემდეგ გაიმართება ფეხთბანვის წესი, რომლის დროსაც პატრიარქი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს დაბანს.
დღესვე ტაძრებში იკითხება 12 გზის სახარება. ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა.
წმინდა სახარების მიხედვით ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა.