დღეს დიდი ხუთშაბათია და ამ დღესასწაულის აღსანიშნად სამების ტაძარში დილიდან ლიტურგიას აღავლენს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.
წირვის შემდეგ გაიმართება ფეხთბანვის რიტუალი, რა დროსაც პატრიარქი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს დაბანს.
ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა - სახარების მიხედვით ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა.
„ეს არის დღე როდესაც უფალმა საიდუმლოდ შეკრიბა მოციქულები, გატეხეს პური და აქედან დაედო დასაბამი წმინდა ზიარებას,“-განაცხადა არქიმანდრიტმა იოანემ.