18 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
გივი ბერიკაშვილს დღეს ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ

გივი ბერიკაშვილს დღეს  საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ. დილიდან კი სამოქალაქო პანაშვიდი იმართება მარჯანიშვილის თეატრში.

მსახიობს მეგობრების, კოლეგების და ოჯახის წევრების გარდა მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებიც დაემშვიდობებიან.

გივი ბერიკაშვილმა სამსახიობო კარიერის ყველაზე დიდი დრო სწორედ მარჯანიშვილის თეატრში დაჰყო. ბერიკაშვილმა მარჯანიშვილის სცენაზე 35-ზე მეტი როლი ითამაშა.

გივი ბერიკაშვილი სწორედ იმ არტისტების რიგს მიეკუთვნება, რომლებიც არამხოლოდ მისი სამსახიობო ტალანტის გამო უყვართ. 50-მდე პერსონაჟს შორის ლონდრე გივი ბერიკაშვილის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი კინოროლი იყო.

გივი ბერიკაშვილი 1933 წლის 12 მაისს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში დაიბადა. 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.

დღის ამბები