18 ნოემბერი 2024,   23:23
ვრცლად
ზურაბ ყიფშიძე ბევრად მეტ ხელფასს იღებს ვიდრე 400 ლარს - მიხეილ გიორგაძე უწყების მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს პასუხობს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მსახიობების ხელფასებთან დაკავშირებით, უწყების მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს პასუხობს. მიხეილ გიორგაძე თეატრების რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრობს.

„იმისათვის, რომ სპეკულაცია გამოვრიცხოთ იმასთან დაკავშირებით, რომ სამინისტრო სხვის ხარჯზე ცდილობს ოპტიმიზაციის გაკეთებას, მოგახსენებთ, რომ თავად ცენტრალურ აპარატს 20%-ით შეუმცირდა ბიუჯეტი. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ამბავია და ახლაც არ წყდება მღელვარება სოციალურ ქსელში. მთელი ეს თემა აწყობილი იყო ერთი კონკრეტული ადამიანის, ბატონი ზურა ყიფშიძის გაუსაძლისი მდგომარეობის გარშემო. ეთერში ისიც ითქვა, რომ ის 400-ლარიანი ხელფასის გამო შიმშილობს. ბატონი ზურაბი ბევრად მეტ ხელფასს იღებს როგორც მარჯანიშვილის, ისე თუმანიშვილის თეატრში. ის ასევე არის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი პირველ არხზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყოველნაირ პოლიტკორექტულობის საზღვარი აქვს ჩემი მხრიდან და მე იძულებული ვარ ამაზე ვისაუბრო,“ - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

დღის ამბები