18 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
სოფელ თეკლათში 85 წლის მარტოხელა მოხუცი გაძარცვეს

სენაკის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ თეკლათში 85 წლის მარტოხელა მოხუცი მამაკაცი გაძარცვეს. ალექსანდრე ადამიას თქმით, 2 თავდამსხმელი მას ბლაგვი იარაღით ფიზიკურად გაუსწორდა. დამნაშავეებმა 80 ლარი წაიღეს.

დაზარალებული ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს სადაც მას ერთი საათის წინ ყბა-სახის ოპერაცია ჩაუტარდა.

დაზარალებული მომხდარს პირად ანგარიშსწორებას უკავშირებს, თუმცა გამოძიება ძარცვის მუხლით მიმდინარეობს.

 

 

დღის ამბები