18 ნოემბერი 2024,   23:21
ვრცლად
"გივი ბერიკაშვილი გვაჩვენებდა იმ კარგს, რაც ჩვენში არის" - გიორგი მარგველაშვილი

გივი ბერიკაშვილს დღეს მეგობრები, კოლეგები, ოჯახის წევრები და მისი ნიჭისა და შემოქმედების თაყვანისმცემლები დაემშვიდობნენ. მარჯანიშვილის თეატრში დილიდან მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

გივი ბერიკაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა.

“ვემშვიდობებით ადამიანს, რომელიც უყვარდა და უყვარს მთელ საქართველოს. გივი ბერიკაშვილი გვაჩვენებდა იმ კარგს, რაც ჩვენში არის. ეს იყო კაცი, რომელიც გარდა იმისა, რომ იყო არაჩვეულებრივი მსახიობი, იყო ძალიან სწორი მოქალაქე, ყოველთვის იდგა საზოგადოების გვერდით,“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

ავადმყოფობის შედეგად 83 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი 10 აპრილს გარდაიცვალა.

სახალხო არტისტს დღეს საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.

დღის ამბები