ვარძიაში ხანძრის შედეგად დაზიანებული ფრესკების გაწმენდითი სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულებულია. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის განმარტებით, ამ დროისთვის ვერ მოხერხდა მხატვრობის მხოლოდ 2 %-ის აღდგენა, რომელიც სპეციალისტების ვარაუდით შემდეგი სამშაოების დროს აღდგება.
მომდევნო ეტაპი უკვე კონსერვაციას ითვალისწინებს, რომლის შემდეგაც სპეცილასიტების შეფასებით, ფრესკებს იმაზე კარგ მდგომარეობამდე მიიყვანენ, ვიდრე ხანძრამდე იყო.