ხმაური იყო წუხელ ხელვაჩაურში ტრანს კავკას კრისტალი-ს ტერიტორიაზე. გვიან ღამით იქ შპს ბიზონის ხელმძღვანელი, ნიაზ ხალვაში დაცვის 8 თანამშრომელთან ერთად მივიდა და ტერიტორიის დაკავება სცადა, რისი საშუალებაც მათ არ მისცეს.
ნიაზ ხალვაში ქიბარ ხალვაშის ძმა არის და როგორც აცხადებს, ეს კომპანია წლების წინ სწორედ მას ეკუთვნოდა.
„შემოიჭრა შპს ბიზონი, რომელმაც დაახლოებით 8 ადამიანი მოიყვანა დაცვის თანამშრომელი, რომლებსაც უნდოდათ რომ დაეკავებინათ ტერიტორია და ჩვენი თანამშრომლების ჯგუფი გასულიყო ტერიტორიიდან, რასაც ჩვენი მხრიდან მოჰყვა რეაგირება კანონის ფარგლებში,“-განაცხადა ტრანს კავკას კრისტალის დირექტორმა გიორგი ქარცივაძემ.
ტრანს კავკას კრისტალის ხელმძღვანელობის განცხადებით კი, კომპანია სამი წლის წინ კანონიერად შეიძინეს და მის დათმობას არ აპირებენ. მათი განმარტებით, ქონება აუქციონზე უკანონოდ გაიყიდა და ის შპს ბიზონმა შეიძინა.
თავად ნიაზ ხალვაშმა კი რუსთავი 2-თან საუბარი არ ისურვა.