დღეს წითელი პარასკევია, დიდ მარხვის ყველაზე მძიმე დღე. ეკლესიებში მაცხოვრის ჯვარზე გაკვრის, ჯვრიდან გარდამოხსნის და დატირების რიტუალი შესრულდა. დღეს სიმბოლურად კვერცხები წითლად იღებება.
ხვალ საღამოს ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია დაიწყება. მორწმუნეები კვირას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავენ.