ზესტაფონის რაიონის სოფელ ილემში მცხოვრები მსხილაძეების ოჯახი სოციალური დახმარების სტატუსის შეწყვეტას აპროტესტებს. ოჯახის წარმომადგენლები საკუთარ პრობლემებზე მოძრაობა თავისუფლებისთის-ევროპული საქართველოს ლიდერსაც ესაუბრნენ.
მსხილაძები ამბობენ, რომ 7 თვეა სოციალური მომსახურების სააგენტოსგან სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებებს ითხოვენ, რაზეც დღემდე პასუხი არ აქვთ.
„ეს არის ცინიზმის უკიდურესი მწვერვალი, როდესაც ერთის მხრივ, ჩვენ ვხედავთ ბოლო 5 წელიწადში 550 მილიონით გაზრდილ ხარჯებს ბიუროკრატიაზე და მეორეს მხრივ, ვხედავთ ადამიანებს, რომლებსაც 100 ლარიანი დახმარება მოუხსნეს და გაწირეს აბსოლუტური უიმედობისთვის,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.