ერთ-ერთი პირველი ტელე დიქტორი ჟანეტა არჩვაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი ტელევიზიის დაარსების დღიდან მუშაობდა. ის წლების განმავლობაში იყო საინფორმაციო პროგრამა მოამბეს და სხვადასხვა მხატვრული, შემეცნებითი თუ საბავშვო გადაცემების წამყვანი.
2014 წელს ჟანეტა არჩვაძეს სატელევიზიო ანძასთან მისი სახელობის ვარსკვლავი გაუხსნეს.