18 ნოემბერი 2024,   23:22
ვრცლად
ქიბარ ხალვაშის ძმა "ტრანსკავკასია კრისტალის" დატოვებას არ გეგმავს - დამფუძნებელი კი მის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

ქიბარ ხალვაშის ძმა კომპანია ტრანსკავკასია კრისტალის ტერიტორიაზე ღამის 12:00 საათზე დაცვის თანამშრომლებთან ერთად მივიდა. ნიაზ ხალვაში აცხადებს, რომ ტერიტორია, სადაც ახლა ხელვაჩაურის სამშენებლო მასალების საწარმოა 2008 წელს წაართვეს. ხალვაში ტერიტორიაზე ისე შევიდა, რომ კომპანია ტრანსკავკასია კრისტალს აუქციონის დასრულების შესახებ ოფიციალური დოკუმენტაცია ჯერ კიდევ არ მიუღია.

ნიაზ ხალვაშს იმედი აქვს, რომ უახლოეს დღეებში საწარმოდან კომპანიის წარმომადგენლებს აღსრულების ბიურო გაიყვანს. კომპანიის დამფუძნებლის, მამუკა სხვიტარიძის ინფორმაციით, ტერიტორია 2011 წელს თი ბი სი ბანკისგან აუქციონის წესით შეიძინა.

ტრანსკავკასია კრისტალის მხრიდან ქონების მიყიდვაზე ხალვაშებისთვის საბოლოო უარის თქმას ემთხვევა კომპანიის მიერ 2012 წელს დაწყებული დავის დასრულება უზენაეს სასამართლოში. დავაში მოპასუხე მხარე თი ბი სი ბანკი იყო, რომელსაც ტრანსაკვაკასიის მიერ შესრულებულ სამშენებლო სამუშაოსთან დაკავშირებით პრეტენზია ჰქონდა. კომპანიას თანხის გადახდა დაეკისრა, ქონება კი დაყადაღდა. საქმეს უზენაეს სასამართლოში ეკა გასიტაშვილი განიხილავდა, რომლიც რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლეც იყო, რომლის გადაწყვეტილების აღსრულებაც მამუკა სხვიტარიძემ გაასაჩივრა. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

დღის ამბები