საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც იერუსალიმში იმყოფებიან, ცხელი ხაზი აამოქმედა. მათ ქალაქში დაკარგვის შემთხვევაში შეუძლიათ, +972 26226100 ნომერზე დარეკონ.
ამასთა, საგარეო უწყება მოქალაქეებს, რომლებიც დაესწრებიან ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას, უნდა დაემორჩილონ პოლიციის მითითებებს. ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს კი, მოსალოდნელი ხალხმრავლობისა გამო, ცერემონიალში მონაწილეობისგან თავის შეკავებას ურჩევენ.
„მოქალაქეები უნდა მოერიდონ იერუსალიმის ძველ ქალაქში ე.წ. სპეციალური სამაჯურების - ტაძარში შესვლის საშვების შეძენას. იერუსალიმის პოლიციის თანამშრომლების მიერ მსგავსი ტიპის გაყალბებული სამაჯურების მქონე პირები გამოძევებულ იქნებიან მაცხოვრის ტაძრიდან. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე დაიკარგა ძველ ქალაქში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს პოლიციას შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +972 26226100 (პოლიციის თანამშრომელი მიიყვანს მას უახლოეს პოლიციის განყოფილებაში) და დაუკავშირდეს საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს,“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.