18 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
წელს მართლმადიდებლები და კათოლიკები აღდგომის დღესასწაულს ერთდროულად ზეიმობენ

წელს მართლმადიდებლები და კათოლიკები აღდგომის დღესასწაულს ერთდროულად ზეიმობენ.

დიდი შაბათის დადგომამდე რომში ტრადიციულად ჯვრის ტარების პროცესია გაიმართა. კოლიზეუმის გარშემო მსვლელობას, რომელშიც 20 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, კათოლიკური ეკლესიის მეთაური უძღვებოდა. ორსაათიანი ცერემონიის დროს პაპმა ფრანცისკემ მონანიების მნიშვნელობაზე თავის მიერ დაწერილი ლოცვაც წაიკითხა. პაპი დღეს ღამით ვატიკანში საზეიმო ლიტურგიასაც გაუძღვება.

ევროპულ ქვეყნებში გახშირებული თავდასხმების გამო, აღდგომასთან დაკავშირებით იტალიის დედაქალაქში უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო გაამკაცრეს. 

დღის ამბები