ჭრელაშვილის ჩიხის 5 ნომერში მცხოვრები ოჯახები დაზიანებული საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ. კოლექტორის ჩანგრევამ დიდი რაოდენობის წყლის შეგუბება გამოიწვია, რასაც შესაძლოა, ღვარცოფი მოჰყოლოდა.
საჭირო გახდა 5 ოჯახის ევაკუაცია და საცხოვრბელელი სახლების დატოვება. ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია.
ადგილობრივების თქმით, საკანალიზაციო კოლექტორს პრობლემა ხშირად უჩნდება. ისინი ხელისუფლებას სამუშაოების სრყულყოფილად ჩატარებისკენ მოუწოდებენ.