18 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
წმინდა ცეცხლს საქართველოში 23:30 საათისთვის ჩამოაბრძანებენ

წმინდა ცეცხლს საქართველოში ჩამოაბრძანებენ. მომლოცველები თბილისში გვიან ღამით, 23:30 საათზე, ჩარტერული რეისით ჩამოვლენ. წმინდა ცეცხლს აეროპორტში სხვადასხვა ტაძრის სასულიერო პირები და მრევლი დახვდება.

ამის შემდეგ წმინდა ცეცხლს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს.

წმინდა ცეცხლი აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს მისი სახლში წაღების საშუალებაც ექნებათ.

დღის ამბები