18 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
მართლმადიდებლური სამყარო ცეცხლის გადმოსვლას ზეიმობს

ცეცხლის გადმოსვლისთანავე აღდგომის ტაძარში შეკრებილმა მორწმუნეებმა მისი გავრცელება დაიწყეს. იერუსალიმის მართლმადიდებელმა ცეცხლი პატრიარქმა მაცხოვრის საფლავიდან, თბილისის დროით, 15:22 საათზე გამოიტანა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლის მოლოდინში ჩაბნელებული ტაძარში რამდენიმე წუთში მთლიანად განათდა.

აღდგომის ტაძარში იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქის მისვლამდე მაცხოვრის საფლავის შესასვლელი საგანგებოდ იყო დალუქული. კარის გახსნის შემდეგ იქ დიდი ლამპარი შეიტანეს, რომელზეც, ქრისტიანული რწმენის მიხედვით, წმინდა ცეცხლი გადმოდის.

ლოცვები პატრიარქმა განახლებულ კუვუკლიაში წელს პირველად აღავლინა. ცერემონიისთვის იერუსალიმში დილიდან გააძლიერეს უსაფრთხოების ზომები. მორწმუნეები მაცხოვრის ტაძართან ჯერ კიდევ სალოცავის გახსნამდე შეიკრიბნენ.

ვინც ტაძარში შესვლა ვერ შეძლო, წმინდა ცეცხლის გადმოსვლას ეკლესიის ეზოში ელოდა. გადმოცემის თანახმად, წმინდა ცეცხლი იერუსალიმში პირველად მესამე საუკუნეში გადმოვიდა.

იერუსალიმთან ერთად, ათასობით მომლოცველი შეიკრიბა ვატიკანშიც, სადაც სააღდგომო ლიტურგიას პაპი ფრანცისკე ჩაატარებს. მართლმადიდებელი და კათოლიკე ქრისტიანები აღდგომას წელს ერთ დღეს იზეიმებენ.

დღის ამბები