ასტეროიდი, რომელიც დედამიწას უახლოვდება, მეცნიერულ ენაზე ძალიან ახლოს ჩაგვივლის, რაც ნიშნავს, რომ დაშორება 1,768,239 კილომეტრია - დედამიწიდან მთვარემდე არსებულ მანძილზე 4,6-ჯერ დიდი.
საფრთხე, რომ ასტეროიდი ტრაექტორიას შეიცვლის და დედამიწას დაეცემა, თითქმის, არ არსებობს.
ასტეროიდი 2014 JO25 უსაფრთხოდ დედამიწას 19 აპრილს ჩაუვლის, ის დილით 03:40 წუთზე გამოჩნდება და, თუ სწორ დროსა და ტრაექტორიას შევარჩევთ, მისი დანახვაც შესაძლებელი იქნება.
2014 JO25 საათში 120,816 კილომეტრ სიჩქარით მოძრაობს, ამიტომ ის დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გადაკვეთას 2 დღეს მოანდომებს. 2014 JO25-ის ზომა, დაახლოებით, 650 მეტრია.
NASA-ს ცნობით, 2014 JO25 დედამიწას მზის მხრიდან უახლოვდება. მეცნიერების ინფორმაციით, ის მზის სინათლეს ორჯერ უფრო მეტად ირეკლავს, ვიდრე მთვარე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეუიარაღებელი თვალით მისი ვარსკვლავისგან გარჩევა შესაძლებელი იქნება.
2014 JO25 დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარ სფეროს გადაკვეთს, პატარა დათვის და დრაკონის თანავარსკვლავედის გავლას კი ის ორ ღამეს მოანდომებს და შემდეგ, მინიმუმ, 400 წლით დაგვემშვიდობება და სვლას იუპიტერის მიმართულებით გააგრძელებს.