ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - საბურთალოზე, ვაჟა-ფშაველასა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე, მოტოციკლი ქვეითს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.
როგორც რუსთავი2-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.