18 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია 2 საათში დაიწყება

ქრისტიანული სამყარო ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად ემზადება. საქართველოში ღვთისმსახურების ეპიცენტრი თბილისში, სამების საკათედრო ტაძარია. სააღდგომო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 2 საათში დაიწყება.

ღვთისმსახურებას დღესაც ისევე, როგორც ვნების კვირეულის დღეებში, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სასულიერო პირებთან ერთად შეასრულებს.

ღვთისმსახურების დროს ლოცვებს წაიკითხავენ, რომლის დასრულების შემდეგ ლიტანიობა შესრულდება. ღვთისმსახურების დაწყებიდან მალევე სამებაში პატრიარქის ეპისტოლეს წაიკითხავენ.

მომლოცველები მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში და საქართველოშიც სულ რამდენიმე საათში ელიან ცეცხლის ჩამოსვლას იერუსალიმიდან.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები