წელს მართლმადიდებლები და კათოლიკეები აღდგომის დღესასწაულს ერთდროულად ზეიმობენ. საქართველოში მოქმედ ყველა ქრისტიანულ ტაძარში აღევლინა სააღდგომო ღვთისმსახურება.
პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა კათოლიკე თანამოქალაქეებს და სხვა ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენლებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა.