18 ნოემბერი 2024,   23:26
ვრცლად
ქრისტიანები აღდგომას აღნიშნავენ - საზეიმო ლიტურგია გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე აღევლინა წმინდა მიწაზე

ქრისტიანები აღდგომას მთელს მსოფლიოში აღნიშნავენ. მორწმუნეების უმრავლესობა ბრწყინვალე დღესასწაულს, ტრადიციულად, ეკლესიებში შეხვდა. საზეიმო ლიტურგია გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე აღევლინა წმინდა მიწაზე.

ღვთისმსახურება ჩატარდა მოსკოვის მაცხოვრის ტაძარშიც და მას ტრადიციულად პატრიარქი კირილი უძღვებოდა. ტაძარში ათასობით მორწმუნესთან ერთად პრეზიდენტი პუტინი და პრემიერი მედვედევიც იმყოფებოდნენ.

აღდგომის დღესასწაულს ეკლესიებში შეხვდნენ ეგვიპტელი კოფტებიც. ლიტურგია ალექსანდრიასა და ტანტაში იმ ტაძრებში ჩატარდა, რომლებიც გასულ კვირას ისლამისტი მებრძოლების სამიზნე გახდნენ. ბზობის დღესასწაულზე მოწყობილ აფეთქებებს 45 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები