18 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
საქართველოს საუკუნოვანი საგანძური გელათი თავის ისტორიულ სახეს იბრუნებს

1106 წელს გახსნილი საგანმანათლებლო და სასულიერო ცენტრი, გელათი რესტავრაციის პროცესშია. კომპლექსის აღდგენითი სამუშაოები 2008 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება.

გელათის ქვა, რომლის ნამდვილი ელფერი წლების განმავლობაში საზოგადოებას არ უნახავს, თავის სახეს ნელ-ნელა იბრუნებს.

საქართველოს ისტორიული საგანძური 1994 წელს UNESCO-მ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა.

მსოფლიოს მიერ აღიარებული ქართული საგანძური საუკუნეების განმავლობაში ზიანდებოდა. გელათის უნიკალურობას საფრთხე რამდენიმე არაპროფესიონალურმა რესტავრაციამაც შეუქმნა. საუკუნოვან ფრესკებს, არასანდო, დროებითი გადახურვის გამო, წვიმის წყალი სულ ცოტა ხნის წინაც აზიანებდა.

ისტორიული ძეგლის რესტავრაციის პროცესში უნიკალური საგანძურები აღმოაჩინეს, რომლებიც საუკუნეების წინ არის აგებული.

გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია საბოლოოდ 2018 წლის ოქტომბრისთვის დასრულდება.

ავტორი: თეა ადეიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები