18 ნოემბერი 2024,   23:38
ვრცლად
უნიკალური ადგილი - ერთი მეციხოვნის ანაბარა დარჩენილი თრუსოს ხეობა და საქართველოს ხილული ისტორია

P.S.-ის ჟურნალისტი, ადამიანისგან თითქმის დაცარიელებულ, საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს ადგილს ესტუმრა. თრუსოს ხეობას, რომლის უნიკალური და ენით აღუწერელი ბუნება ძეგლის სტატუსს ატარებს, ერთადერთი მაცხოვრებელი ჰყავს.

ოფიციალურად დარეგისტრირებული ერთადერთი მუდმივი მაცხოვრებელი თრუსოს ხეობაში რუსლან გუჯარაიძეა, რომელიც უმკაცრეს ზამთარშიც არ ტოვებს თავის საცხოვრებელს და სრულიად მარტო, საკუთარი ხელით ირჩენს თავს. ის სოფელ ყარატყაუში10 წლის წინ დასახლდა. 

მასპინძელი პროფესიით პედაგოგია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის არაერთგან აქვს ნაბრძოლი. ორი ძროხით დაწყებული მესაქონლეობა დღეს 12 ზრდასრულ პირუტყვამდე და 7 ხბომდეა გაზრდილი.

თრუსოს ხეობა სიგრძით 25 კილომეტრია. მას დასავლეთიდან სამაჩაბლო, ჩრდილოეთიდან კი რუსეთის ფედერაცია ესაზღვრება.

იქ რამდენიმე ნასოფლარსაც შეხვდებით. ერთ-ერთი მათგანი სოფელი თეთრისია, რომელიც ამჟამად სრულიად გაპარტახებულია. თუმცა თეთრისი ერთადერთი ნასოფლარი ადგილი არ არის. საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლები ნელ-ნელა ნადგურდება.

ავტორი: გიორგი გვიშიანი. 

დღის ამბები