ქორეოგრაფმა დაიანა სკრივნერმა საქართველოში, თეატრალური ინსტიტუტის მოსწავლეებს ცეკვის გაკვეთილები ჩაუტარა. დაიან სკრივნერს მეგა ვარსკვლავებისთვის - კეიტ ბლანშეტისთვის, ჰიტ ლეჯერისთვის, ჯუდ ლოუსა და რობერტ დაუნი უმცროსისთვის აქვს ცეკვები დადგმული.
მისი ფილმოგრაფია ვრცელია, სხვადასხვა პერიოდის ცეკვების ექსპერტია, კარიერის განმავლობაში უამრავ ვარსკვლავს ასწავლა ცეკვა. ქორეოგრაფს ნამუშევარი აქვს მარტინ სკორსეზეს, რიდლი სკოტისა და გაი რიჩის ფილმებზე.
დაიანა სკრივნერი ისტორიული ცეკვების სპეციალისტია, ძირითადად ლონდონის მუსიკისა და დრამის აკადემიაში ასწავლის, ახლა კი 3 დღით მასტერ კლასს ქართველ სტუდენტებს უტარებს.
სამშობლოში ემოციებით დატვირთული დაბრუნდა, თუმცა დანამდვილებით იცის, რომ საქართველოს აუცილებლად ესტუმრება კიდევ.
ავტორი: გვანცა სუთიძე.