მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. სააღდგომო ლიტურგია საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში ჩატარდა.
მართმადიდებლურ სამყაროს უდიდესი დღესასწაული საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა მრევლს მიულოცა. სააღდგომო ლიტურგია ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.
საზეიმო ლიტურგიას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. წირვის დასრულების შემდეგ მათ ზიარებაც მიიღეს. ტაძარში იმყოფებოდა დედაქალაქის მერიც. სადღესასწაულო წირვას საპარლამენტო ოპოზიციის წევრებიც ესწრებოდნენ.
წმინდა ცეცხლი, საქართველოში აღდგომის დადგომიდან სულ ცოტახანში ჩამოვიდა. თბილისის აეროპორტიდან წმინდა ცეცხლი ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში წააბრძანეს და საქართველოს ყველა ეკლესიაში განაწილდა.
ავტორი: ნათია ჟამერაშვილი.