18 ნოემბერი 2024,   23:33
ვრცლად
16 და 17 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტი სასაფლაოების მიმართულებით მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მუნიციპალური ტრანსპორტი სასაფლაოების მიმართულებით მგზავრებს უფასოდ ემსახურება. გზებზე დღეს და ხვალ გარკვეული შეზღუდვები იმოქმედებს.

„ავტობუსები იმოძრავებენ 8 ლოკაციიდან, კონკრეტულად იმოძრავებენ მეტროსადგურებიდან, ესენია: დიდუბის ზედა სადგური, ვაგზლის მოედანი, დელისი, სარაჯიშვილი, მარჯანიშვილი, ჭიჭინაძის ქუჩა, შუამთის ქუჩა და ვარკეთილი,“ - განაცხადა თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძემ.

ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი.

 

დღის ამბები