დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული იწყება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, საფლავთა კურთხევას აღნიშნავს. ხალხი ტრადიციულად საფლავებზე გადის.
მუნიციპალური ტრანსპორტი სასაფლაოების მიმართულებით გუშინდელის მსგავსად, მგზავრებს დღესაც უფასოდ ემსახურება.
პარალელურად, გზებზე კვლავ შენარჩუნებული იქნება გარკვეული შეზღუდვები. ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების საშუალება აქვთ.