საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი საპატრიარქოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ტრაპეზს დაესწრნენ. გიორგი მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ პატრიარქსა და სრულიად საქართველოს დღესასწაული მიულოცეს.
საქართველოს პრეზიდენტი სადღესასწაულო ტრაპეზზე პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერმინისტრთან, მთავრობის წევრებთან, დეპუტატებთან და დედაქალაქის მერთან ერთად იმყოფებოდა.