18 ნოემბერი 2024,   23:30
ვრცლად
შინდისში აგვისტოს ომის დროს გმირულად დაღუპული მებრძოლების მემორიალი ქეთევან ციხელაშვილმა გვირგვინით შეამკო

შინდისში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გმირულად დაღუპული 17 ქართველი მებრძოლის მემორიალი შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მოინახულა.

ქეთევან ციხელაშვილმა მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად მემორიალი გვირგვინით შეამკო და კიდევ ერთხელ გაიხსენა დაღუპული სამხედროების გმირობა.

„დღეს ამ ბრწყინვალე დღესასწაულზე, მაცხოვრის აღდგომით სიკვდილის დათრგუნვის დღესასწაულზე არის ეს ყველაზე მთავარი გზავნილი მავთულხლართების იქით მცხოვრები ჩვენი მოსახლეობისთვის, რომ ჩვენ შერიგებით, ნდობით, შენდობით და უკეთეს მომავალზე ფიქრით უნდა აღვადგინოთ ურთიერთობები,“- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები