18 ნოემბერი 2024,   23:19
ვრცლად
„როდესაც სახელმწიფო იდეოლოგია გახდება მარაბდელობა, მაშინ აღდგება საქართველო სულიერად და ტერიტორიულად"- ნათელაშვილი

მარაბდის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა პატივი მიაგო. შალვა ნათელაშვილმა ცხრა ძმა ხერხეულიძის გმირობა გაიხსენა და მარაბდაში, წმინდა მარინეს ეკლესიის ეზოში დაკრძალული გმირების საფლავებზე სანთელი დაანთო.

ლეიბორისტების ლიდერმა იმ დამსახურებებზე ისაუბრა, რომელიც ძმებ ხერხეულიძეებს საქართველოს წინაშე აქვთ.

„როდესაც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო იდეოლოგია გახდება მარაბდელობა, ხერხეულიძეობა, მაშინ აღდგება საქართველო სულიერად და ტერიტორიულად. ჩვენ ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ,“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

დღის ამბები