18 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
სუს-ი გორის რაიონიდან 3 მოქალაქის გატაცების ფაქტს ადასტურებს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსი ოკუპანტების მიერ გორის რაიონიდან 3 მოქალაქის გატაცებას ადასტურებს.

ადგილობრივების განცხადებით, 3 ახალგაზრდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არცევში მდებარე სასაფლაოზე შესვლას ცდილობდა, რა დროსაც ისინი ოკუპანტებმა სოფელ ჯარიაშენის მკვიდრი, ლევან ბოლოთაშვილი, გიორგი ბაბუნაშვილი და რევაზ სრესელი აიყვანეს. 

ამ სამი მოქალაქიდან ერთ-ერთი, რევაზ სრესელი, უკვე მეორედ არის გატაცებული. ოჯახის წევრები ამ დრომდე მედიასთან კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები