02 მაისი 2024,   18:28
ვრცლად
პორტუგალიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნას 5 ადამიანი ემსხვერპლა

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონიდან აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ტირესში თვითმფრინავი ჩამოვარდა. შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ BBC ავრცელებს.

ბორტზე პილოტი და 3 მგზავრი იმყოფებოდა. მეხუთე მსხვერპლი სატვირთო მანქანის მძღოლია, რომელსაც თვითმფრინავი დაეცა. დაღუპულებს შორის 3 საფრანგეთის, ხოლო 1 შვეიცარიის მოქალაქეა. 

როგორც ცნობილია, რეისი მარსელის მიმართულებით სრულდებოდა.

შვეიცარიაში რეგისტრირებული თვითმფრინავი ადგილობრივი აეროდრომიდან აფრენის შემდეგ მალე Lidl-ის სუპერმარკეტის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

შემთხვევის ადგილიდან ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე.

 

 

 

დღის ამბები