18 ნოემბერი 2024,   23:31
ვრცლად
სახმელეთო ჯარების მთავარი სერჟანტი ხელისუფლებას მის წინააღმდეგ პოლიტიკური ნიშნით საქმის წარმოებაში ადანაშაულებს

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი იმ გარემოებებზე საუბრობს, რაც 4 წლის წინ, მისი დაკავების მიზეზი გახდა. სახმელეთო ჯარების მთავარი სერჟანტი ხელისუფლებას პოლიტიკური ნიშნით მის წინააღმდეგ საქმის წარმოებაში ადანაშაულებს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარის მთავარმა სერჟანტმა, ალექსანდრე გორგაძემ, საპატიმრო დღესასწაულამდე ერთი დღით ადრე დატოვა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფილმა ჯარისკაცმა სამი წელი და 4 თვე გაატარა. გამოძიებამ მას ბრალი ყოფილი ჯარისკაცებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისთვის წაუყენა. ალექსანდრე გორგაძე დაკავებამდე მისთვის გაკეთებულ შეთავაზებას იხსენებს.

ალექსანდრე გორგაძე იხსენებს, რომ მას შემდეგ რაც პროკურატურას ცრუ ჩვენების მიცემაზე უარი განუცხადა, სასამართლო პროცესები წინასწარ დაგეგმილი სცენარის მიხედვით წარიმართა. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ალექსანდრე გორგაძე 1998 წლიდან მსახურობს. 13 წლის განმავლობაში იყო ყველგან, სადაც ქვეყანას სჭირდებოდა.

 

დღის ამბები